14:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 14:08:56, 480 ნახვა

საზოგადოება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ არქივს სტუმრობდა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ლოთარ ჯორდანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს შეხვდა.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ლოთარ ჯორდანმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში შეიქმნას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდება საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუზეუმი.

გარდა ამისა, სტუმარი დაინტერესდა ეროვნული არქივის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებით, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება. როგორც თავად აღნიშნა, ამ კუთხით, შესაძლოა, ეროვნული არქივი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში არსებული განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამასთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 2013 წელს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში მოხვდა.

ლოთარ ჯორდანმა არქივში დაათვალიერა როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი, ისე

მიმდინარე წელს ნომინირებულ უძველესი ქართული ხელნაწერები (8 დოკუმენტი).

 სტუმარი საქართველოში ყოველწლიური კონფერენციის „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics