|
2015-10-05 13:21:45, 769 ნახვა
სამართალი
ქუთაისში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს ეზოში დაკავებულების ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ იმყოფებიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებენ. „ნათელია, რომ რუსთავი 2-ზე შეტევის პარალელურად ასეთი ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება იმისთვის, რომ ეს ბრძოლა უფრო არ გახდეს ფართო და სახალხო, მაგრამ ეს ასე იქნება. სისხლის სამართლით საქმის აღძვრა ამ კონკრეტულ ფაქტზე წარმოუდგენელია. ჩვენ გვახსოვს მთელი წყება ფაქტების, რომლებიც ჩვენს აქტივისტებზე, დეპუტატებზე თავდასხმას უკავშირდება, სადაც უფრო მძიმე შემთხვევები გვქონდა, იქაც კი ყველაფერი ადმინისტრაციული ჯარიმით, დაახლოებით, ასი ლარით, შემოიფარგლებოდა. უფრო რბილ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიძრა, პირდაპირი ანგარიშსწორება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)