|
2021-02-06 12:25:04, 462 ნახვა
მსოფლიო
ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია, ამავე პრემიაზე პატრიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი წარადგინა. როგორც ლეხ ვალენსა აცხადებს, ალექსეი ნავალნი არის გამბედაობის სიმბოლო, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას რუსეთის ფედერაციაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის გამოვლენაზე. "მე მოხარული ვარ, რომ წარვადგინე ბატონი ნავალნი ნობელის მშვიდობის პრემიაზე, იმის დასტურად, რომ ის არის გამბედაობის სიმბოლო და არ იშურებს ძალისხმევას კორუფციის გამოსავლენად, პოლიტიკური პლუარლიზმის დასაცავად და მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციაში", - განაცხადა ლეხ ვალენსამ. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ალექსეი ნავალნი აეროპორშივე დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ე.წ „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით ის 2,5 წლით დააპატიმრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)