17:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 20:35:39, 545 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს.

„დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი და სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი.

მოგახსენებთ, რომ გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.

გაცნობებთ, რომ ხვალ, 6 თებერვალს, 11:00 საათზე თეატრის დასი იკრიბება შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში (რუსთაველის #37), რათა პატივი მიაგოს მის ხსოვნას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გოგა ოსეფაშვილი 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics