13:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 12:14:37, 518 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება არის ხელების გადაგრეხვის პრინციპი, რათა ოპოზიცია დააშინონ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება არის ხელების გადაგრეხვის პრინციპი, რათა ოპოზიცია დააშინონ და ვინმე პარლამენტში შეიყვანონ.

„მსგავსი აბსურდული განცხადება ძალიან იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული რამდენიმე მიზეზთან. პირველი მიზეზი ეს არის  უშუალოდ ის რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილი რეჟიმისთვის. წინაღობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არის დაბრკოლება სწორედ ბიძინა ივანიშივლისთვის იმიტომ რომ ესენი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნა განხორციელდება, მაშინ ამ ადამიანების შეჩერება შეიძლება. ეს ემსახურება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას ხელების გადაგრეხვის პრინციპს, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, რომ ოპოზიცია დააშინოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics