|
2015-10-05 10:39:28, 592 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მშენებარე შენობის ჩამონგრეული აივანი დაეცა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და ნაგებობის ჩამონგრევის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ბათუმის ვიცე-მერის, ბაგრატ მანუელიძის, განცხადებით, თუკი ექსპერტიზა დაადგენს, რომ ნაგებობა დემონტაჟს ექვემდებარება, მშენებელს დემონტაჟის განხორციელებას დაავალდებულებენ. "თუ გვეტყვის ექსპერტიზა, რომ ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს, ჩვენ დავავალდებულებთ მშენებელს, რომ გააკეთოს დემონტაჟი. დავეხმარებით, რომ ყველაფერი განვსაზღვროთ. რა რაოდენობის ზარალი მიადგა, რისი მიზეზით მიადგა და აქედან გამომდინარე, არსებული წესის მიხედვით, ზარალს აუნაზღაურებს მშენებილი კომპანია", - აღნიშნა ბათუმის ვიცე-მერმა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)