|
2021-02-05 09:22:18, 1018 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან საუბრისას საქართველოში რუსეთის აგრესიის საკითხიც განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ბლინკენმა და ლავროვმა განიხილეს „ახალი დასაწყისის“ გაფართოება და შეიარაღების ახალი კონტროლის აუცილებლობა, რომელიც სრულად ეხება რუსეთის ბირთვულ იარაღს და ჩინეთის მზარდ საფრთხეს. დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-სა ან მის მოკავშირეებს. „ეს მოიცავს პოლ ველანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ შეძლონ აშშ-ში, სახლებში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნება. სახელმწიფო მდივანმა ასევე წამოწია 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი, მისი სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და სოლარუინდსის ინციდენტი“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)