|
2021-02-04 20:57:02, 866 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი - მოგიწოდებთ, არ მისცეთ თავის შეშინების უფლება სიძლიერის ილუზიით
„მოგიწოდებთ, არ მისცეთ თავის შეშინების უფლება სიძლიერის ილუზიით“, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის რაც მის თავს ხდება პუტინის პირადი შურისძიებაა. „რა თქმა უნდა, ხშირად გამიგია ფრაზა: „შეუძლებელია თავისუფლება აღუკვეთო მას, ვინც შინაგანად თავისუფალია“. და, აი, ახლა საკუთარ თავს გულწრფელად ვეკითხები: „აბა, როგორია, მუშაობს?“. მერწმუნეთ, მუშაობს. ჩემ უკან რკინის კარი ხმაურიანად იკეტება, მაგრამ თავს თავისუფალ ადამიანად ვგრძნობ – საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობის დამსახურებით, თქვენი მხარდაჭერის დამსახურებით, ჩემი ოჯახის მხარდაჭერის დამსახურებით. ის დემონსტრაციული უკანონობა, რომელიც ჩემს თავს ხდება იმ წუთიდან, რაც თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოვედი, პუტინის მიერ ჩემდამი პირადი შურისძიებაა, იმისათვის, რომ ცოცხალი გადავრჩი, იმისათვის, რომ დაბრუნება გავბედე. ახლა კიდევ იმიტომაც, რომ მის სასახლეზე მოვყევი. თუმცა, კიდევ უფრო მეტად, ეს პუტინისა და მისი მეგობრების გზავნილია მთელი ქვეყნის მიმართ: „ნახეთ, რაც შეგვიძლია? მივაფურთხებთ კანონებს და რქებს გადავუგრეხთ ყველას, ვინც გაბედავს ჩვენ წინააღმდეგ წასვლას. კანონი ჩვენ ვართ“. მე კიდევ ერთხელ (მესმის, ყელში ამოგივიდათ, მაგრამ, აი, სხვა რა დამრჩენია?) მოგიწოდებთ: არ მისცეთ თავის შეშინების უფლება. არ მისცეთ თავის მოტყუების უფლება სიძლიერის ილუზიით. როგორ არის ეს ძალა, თუკი მათ სჭირდებათ ადამიანების მოწამვლა და მათი უკანონოდ ციხეში ჩასმა? სად არის მათი საქვეყნო მხარდაჭერა, თუკი არჩევნების მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ იქ დამოუკიდებელ კანდიდატებს არ დაუშვებენ, მომიტინგეთა შიში კი მათ აიძულებს, მეტროს სადგურები დაკეტონ? მათ შეუძლიათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომელსაც პირადი გამდიდრების მიზნით იყენებენ, მხოლოდ ჩვენი შიშების გამოყენებით. სამაგიეროდ ჩვენ, შიშის დამარცხებით, შევძლებთ ჩვენი სამშობლოს გადათავისუფლებას ქურდებისა და ოკუპანტების ბანდისგან. და ამას გავაკეთებთ. ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ, ჩვენთვის და მომდევნო თაობებისთვის. სიმართლე ჩვენ მხარესაა, დარჩით თავისუფლები“, - წერს ალექსეი ნავალნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)