|
2021-02-04 16:01:51, 499 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციას ეხმაურება
ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა შორის დისტანცია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, - ასე ეხმაურება იუსტიციის სახლი შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას. უწყების განმარტებით, იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება. „ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა შორის დისტანცია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერები, რომლებიც არ იცავენ დისტანციას და, რიგ შემთხვევებში, ან საერთოდ არ უკეთიათ, ან არასწორად უკეთიათ პირბადე. იმის გამო, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება იუსტიციის სახლი იძულებულია, მომხმარებელი ალტერნატიული, უკანა გასასვლელით გაიყვანოს მომსახურების სივრციდან. გვსურს განვმარტოთ, რომ იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისი იუსტიციის სახლის შენობაში არ მდებარეობს. ამგვარად, აქციის მონაწილეთა იუსტიციის სახლის წინ ყოფნა და სერვისის გაცემისას მოქალაქეებისათვის დისკომფორტის შექმნა უსაფუძვლოა“, - აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)