17:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 14:49:09, 528 ნახვა

საზოგადოება
ლიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და  მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები.

 

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

,,გლდანის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. შესაბამისად, სამუშაოები არაერთ მისამართზე დაიწყო, მათ შორის, ლიბანის N1 კორპუსის მიმდებარედ. გზის საფარის მოწესრიგებამდე აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია. გასულ წელს, გლდანის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლა კი, შიდა ეზო წესრიგდება’’, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics