17:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 13:51:33, 2416 ნახვა

საზოგადოება
რომელი შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში 8 და 15 თებერვლიდან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების გარკვეული ნაწილი იხსნება, ნაწილი კი ძალაში რჩება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან  – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით:

1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;

2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:

1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;

∙ მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

∙ ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics