|
2021-02-04 10:24:21, 916 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ შტამის შემთხვევები გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა“, - აცხადებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო, თურქეთმა იანვრის ბოლოს ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და დანიიდან ფრენები შეაჩერა. ცნობისთვის, თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 117 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)