07:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 16:05:21, 484 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

„როგორც იცით, შედგა შეხვედრა ინდოეთის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც საუბარი შეეხო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. პირველ რიგში, ორივე მხარემ მიზანშეწონილობის კვლევა მოვამზადეთ, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ინდოეთისთვის. უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი აქამდეც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის და ინდოეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, საიდანაც მაღალმხარჯველიან ტურისტებს ველოდებით. 

„გუშინ შევხვდით ტუროპერატორებს, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა 20-მდე კომპანიასთან პირადად მე და ტურიზმის ადმინისტრაციას. მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან საკმაოდ მაღალმხარჯველი კატეგორიის ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი ინდოეთია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება და წარმატებით დასრულება კი, რისი დიდი იმედიც გვაქვს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics