15:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 02:10:27, 707 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი - ნავალნის განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
კანცლერის აზრით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენეთ, ცოტახსნის წინ, ალექსეი ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. 
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნების თანავე რუსეთში აეროპორტში დააკავეს.
რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics