08:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 17:33:56, 618 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - თუ ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას რამე მოუვა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა

პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ივერი მელაშვილზე სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანის მიმართ საქმის აღძვრა, შემდეგ მასმედიის მიერ მისი სრული დემონიზება და შემდეგ ძალადობრივი გარემოს გამო ამ ადამიანზე სიტყვიერო შეურაცხყოფა არის არანორალური ვითარება, ხოლო ამის შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

„ზოგადად, ეს ვითარება არის არანორმალური, როდესაც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჯერ-ერთი საქმეს აღძრავენ და შემდეგ ახდენენ მის სრულ დემონიზებას მასმედიაში, ახდენენ მოღალატის იარლიყის მიწებებას და შემდეგ ამ შექმნილი ძალადობრივი გარემოს გამო ხდება ამ ადამიანზე ძალადობა, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გაჟღერება და ა.შ.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო. არანაირი გამართლება, მთლიანად ამ ბინძურ კამპანიას, რომელიც ამ ადამიანების წინაამდეგ იყო, არ აქვს და მისი შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დასიჯებიან კიდეც ნორმალურ ქვეყანაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ თებერვალს ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics