2021-02-01 11:00:47, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 37 იმერეთში ,15 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 37 იმერეთში, 15 კი აჭარაში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან