|
2021-01-31 15:38:50, 866 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში მომიტინგეები წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც ამჟამად ალექსეი ნავალნი იმყოფება
მოსკოვში მომიტინგეები წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც ამჟამად ალექსეი ნავალნი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, პოლიციამ გზის ის ნაწილი გადაკეტა, რომელიც სწორედ წინასსწარი დაკავების იზოლატორამდე უნდა გაევლო ხალხს. ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციას მისი მეუღლე იულია ნავალნაიაც შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებული ადამიანების რიცხვი 1 000-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით დაკავებების რიცხვით მოსკოვი ლიდერობს, აქ 142 ადამიანი დააკავეს. შემდეგ კი მოდის ქალაქი ვლადივოსტოკი 113 ადამიანის დაკავებით. მედია წერს, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. აშშ-ს საელჩო რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)