05:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 23:20:50, 676 ნახვა

სამართალი
შსს- ტელევიზიით გასული სიუჟეტები პოლიციის მიერ პროსტიტუციის მფარველობის შესახებ ტყუილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება "ფორმულას" და "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება პროსტიტუციის მფარველობაში ტყუილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაციას ემსახურება. - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნთქვამი.
"ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტში, ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, პოლიციას პროსტიტუციის მფარველობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, ციტატა მათივე სიუჟეტიდან - „პოლიცია მფარველობს პროსტიტუციას“.
დღევანდელ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ გასულ კვირას, რეპორტაჟის გასვლის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვლავ გააგრძელეს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.
ასევე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, კერძოდ, მათ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების გადატანაში, გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი  და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ამ პირის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.
ასევე, საზოგადოებას მიაწოდეს აბსურდული ვერსია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გასულ კვირას დააკავა, თითქოსდა კავშირში იყო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში დასახელებულ პატრულ-ინსპექტორთან.
ის, რომ მათ მიერ დასახელებული პატრულ-ინსპექტორი არ ყოფილა დაკავებული ან შეჩერებული ნარკოტიკების გადატანის გამო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს კომენტარის დროს განუმარტა. მინისტრის ამ კომენტარის შემდგომ, პრესსამსახურმა დამატებით, კიდევ ერთხელ განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად რეაგირებს თითოეულ სამართალდარღვევაზე, მათ შორის მედიაში გასულ არგუმენტირებულ, დადასტურებულ ინფორმაციაზე."- წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics