|
2015-01-30 11:01:30, 3932 ნახვა
სამხედრო
ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას დაესწრო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების უფროსთან ერთად საველე სწავლებას დაესწრო. ასეულის ტაქტიკური ჯგუფის პროგრამა სპეციალურად ვერშბოუსთვის შემუშავდა. „ჩვენ ვიმყოფებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ქართული შეიარაღებული ძალების მომზადებას ვადევნებთ თვალს. აშკარაა ის სამუშაო, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარდა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თანამშრომლობა კი ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო ღრმავდება, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ უახლოეს მომავალში აქ ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნება“, - განაცხადა ვერშბოუმ. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. „ძიების პროცესი გრძელდება და ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნას“,-განაცხადა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)