22:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 13:54:47, 648 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დღემდე 13 644 ტაქსის მძღოლია გატესტილი, საიდანაც კორონავირუსი 79-ს დაუდასტურდა

ქვეყანაში დღემდე 13 644 ტაქსის მძღოლია გატესტილი და აქედან კორონავირუსი 79-ს დაუდასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რელიგიის მსახურებიდან 5 863 პირია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია.

„ჩვენი ბაზის მიხედვით, დღევანდლამდე 13 644 ტაქსის მძღოლია ქვეყანაში გატესტილი და აქედან 79-ს დაუდასტურდა. 0,6%-ია მაჩვენებელი, საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში ვირუსის გავრცელება. ბაზრის მოვაჭრე არის გატესტილი 7 284 და 56-ს დაუდასტურდა. ეს არის 0,8%. რელიგიის მსახურებიდან 5 863-ია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია. რადგან 1-ელი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ამიტომ ინტენსიურად დაიწყო ტესტირება. გუშინდელი 24 საათის მონაცემებით, 1 033 ტესტირების მონაცემები მქონდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, სკოლის 1 285 პედაგოგია გატესტილი და 8 იყო დადებითი. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ეს აღრიცხვიანობა მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი შრომის ინსპექციაც აკვირდება, 2 კვირაში ერთხელ რამდენად იტესტებიან და მიმდინარეობს ამის მონიტორინგი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics