13:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 13:29:34, 515 ნახვა

საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გილგა აგულაშვილმა  „შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ - ფარგლებში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქიმ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, „მოლაშქრეთა ფედერაციის“, თბილისის სახელმწიფო  და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

დასუფთავების აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

„შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც  შვედეთის საელჩოსთან ერთად, არსამთავრობო ორგანიზაციების - ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“,  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics