11:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 16:20:44, 857 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს

„იცით, რომ ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს. არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც მომპოვებელი მრეწველობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ ისაუბრა ბიზნესის სექტორთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდვების ლოგიკურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„გარანტია ჯერ არ არსებობს მივდივართ ფრთხილი ნაბიჯებით. ლოგიკა ავუხსნებით ბიზნესის წარმომადგენლებს. კარგად გვესმის რომ ეს ლოგიკა კი გასაგებია, მაგრამ ეს ცალკეულ სასტუმროს მაგალითად ბაკურიანში არაფერს აძლევს. გასაჭირში არიან, რადგან ფაქტობრივად სეზონი იკარგება და ვერ მასპინძლობენ სრულფასოვნად სტუმრებს, მაგრამ ესეც გასაგებია რომ მათი დაკეტვა და არ გახსნა ჩვენი სურვილი არაა.

იცით, რომ ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს. არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც მომპოვებელი მრეწველობა, არც გადამამუშავებელი, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოშიც მიჩნეულია მაღალი რისკის მატარებელ სფეროებად და იმათაც ახლა ვხსნით, მაგალითად ფრენებს“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics