08:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 15:35:18, 642 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.

როგორც მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, მისთვის აღნიშნული გამოკითხვის შედეგები გასაკვირია. 

„ჩემთვის ძალიან გულწრფელად ვიტყვი, რომ დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები, იმიტომ რომ ,ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები, ძალიან სერიოზული ცდომილებების რაც გამოწვეული იყო ადგილობრივი იმ ორგანიზაციების მუშაობის შედეგად, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფელირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან, როგორც ჩანს, ამ ფარგლებში და ლოგიკაში ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, როგორიც აწყობდა ნაცმოძრაობას.

თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ რესპოდენტთა 68% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ასევე ფაქტია და ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-იც ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების 2/3 მოუწოდებს ოპოზიციას, შემოვიდნენ პარლამენტში და მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics