06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 21:00:41, 690 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე კომენდანტის საათის დარღვევაზე - არავინ მისცეს თავს უფლება, რომ კანონზე მაღლა დადგეს

მიხეილ სარჯველაძემ კომენდანტის საათის დარღვევაზე განაცხადა, რომ არავინ მისცეს თავს უფლება,კანონზე მაღლა დადგეს.

მისივე განცხადებით, წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას, შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს.

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.

შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics