07:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 18:28:21, 642 ნახვა

სამართალი
პირი, რომელმაც ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრს ნაგავი მიაყარა დააკავეს

დაკავებულია პირი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას, თვითონ ორგანიზაცია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომლიდანაც ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი ირაკლი ფანგანი პოლიციამ ცოტა ხნის წინ, ბათუმში აიყვანა.

როგორც შსს-ში აცხადებენ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და ეს მუხლებია: 156-ე - დევნა და 239-ე - ხულიგნობა.

მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი დღის პირველ ნახევარში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიების კითხვებს უპასუხა და  მას სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ამ არასამთავრობოების ნაწილი "ალტერნატივას" წევრის ქმედებას გაემიჯნა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics