2021-01-24 11:08:39, 1386 ნახვა
ომი უკრაინაში
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 856 შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი კი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 856 შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ამავე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან 5 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 424 328 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 24 933 ადამიანი, 2 301 861 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
სულ ქვეყანაში ტესტი 28 348 659 ადამიანს ჩაუტარდა. ამჟამად 1 962 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 25 მარტს გამოვლინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,