2021-01-24 10:09:16, 1318 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა და 99 329 288-ს შეადგენს.
შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს Worldometers ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 71,383,206 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,130,422-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 25,566,789 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 10 655 435 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,