06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 18:07:05, 659 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ბაზრის „რაზვოდჩიკ“ ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ, ცალ-ცალკე სირბილს თქვენთან არავინ აპირებს

„ბაზრის „რაზვოდჩიკ“ ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ, ცალ-ცალკე სირბილს თქვენთან არავინ აპირებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა მდინარაძეს ურჩევს, მოიხსნას ვარდისფერი სათვალეები, რეალობას შეხედოს და ისაუბროს იმ მთავარ საკითხზე, რაც საზოგადოებრივ აუცილებლობას წარმოადგენს, რიგგარეშე არჩევნების სახით.

 „ბაზრის რაზვოდჩიკ ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის პოზიცია მათ იციან, ცალ-ცალკე სირბილს მათთან არავინ არ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა, შესაბამისად, ჯობია ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას, რეალობას შეხედოს ისე როგორც არის და რეალობა არის ძალიან მძიმე, თუ საუბარი უნდათ, ვისაუბროთ იმ მთავარ საკითხზე, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ აუცილებლობას, იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ეს არის რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics