06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 15:25:12, 706 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პირველსავე სხდომაზე განიხილოს

პარლამენტი ვალდებულია, პირველსავე სხდომაზე განიხილოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უმრავლესობის გადასაწყვეტი არ არის და რეგლამენტითაა გათვალისწინებული.

„ნუ მიიღებენ ჩვენი ოპონენტები ისე, რომ ეს არის გარკვეული ულტიმატუმი. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი პირველი სხდომა იქნება, სხვა საკითხების განხილვამდე, პარლამენტმა პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი არის მათივე განცხადებები. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამიტომ ჩვენ გვექნება თუ არა სხდომა, პირველ საკითხად ვალდებულები ვართ, რომ  განვიხილოთ მათი საკითხი“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics