06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 14:24:01, 640 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზადაა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზადაა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და ისინი პოლიტპატიმრების არსებობასაც არ აღიარებენ.

„4-ვე პუნქტზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ. ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას.

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების დასაფიქსირებლად მოვედით. გაირკვა ის, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით და საარჩევო ადმინისტრაციის ცვლილებასთან და დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდზე იყო მზაობა „ქართული ოცნების“, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმობები და კომპრომისის მზაობა დადასტურდა.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ. პოლიტპატიმრებზე გითხარით, რომ როგორც ჩვენ ძალიან პრინციპულად ვსვამდით საკითხს“, - განაცხადა ელისაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics