06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 12:30:44, 572 ნახვა

პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ცალმხრივს და პოლიტიზირებულს უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ანატოლი ბიბილოვი აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დოკუმენტი ცალმხრივი და პოლიტიზირებულია.

მისივე განცხადებით, დოკუმენტში არაფერია საერთო ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან. 

„ამ დოკუმენტში არაფერია საერთო ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან, ცაკარნახევია კოლექტიური დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსით, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების დანაშაულზე“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მანვე დასძინა, რომ 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ „აგრესორმა“, კერძოდ, საქართველომ დაიწყო.

„სტრასბურგის სასამართლოს წარმოუდგენელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეღიარებინა აშკარა რამ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, სწორედ ქართულმა ჯარებმა დაიწყეს და რუსეთმა შეძლო მიეღო გადამწყვეტი ზომები აგრესორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics