06:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 12:15:30, 525 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის.

როგორც მან აღნიშნა, ალეკო ელისაშვილისა და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლა, ოპოზიციისთვის არაფერს არ ცვლის.

„ „ქართული ოცნება“ რაღაც ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში და ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას. ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ეს საკითხი არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის მისვლას პარლამენტში, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და „ქართულ ოცნებასთან“ საჯაროდ შეხვედრა მოითხოვა. ამ წუთებში ელისაშვილი და მისი კოლეგა, ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის ლიდერებს ხვდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics