19:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 09:36:45, 828 ნახვა

მსოფლიო
Pfizer-ისა და BioNtech-ის კომპანიები COVAX-ის პროგრამას შეუერთდნენ

კომპანიები Pfizer-ი და BioNtech-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის COVAX პროგრამას შეუერთდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები შეთანხმების შესახებ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებენ.

ჯანმოს უფროსმა მრჩეველმა, ბრიუს ეილვარდმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ COVAX სქემა კომპანია Pfizer-თან მოლაპარაკებას აწარმოებდა. აღნიშნულმა კომპანიამ ვაქცინის ასობით მილიონი დოზა რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში უკვე გამოიყენა და სავარაუდოდ,  ვაქცინის შეტანა COVAX- შიც შეეძლო.

COVAX სქემის მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინების დარიგება ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის თებერვლიდან მოხდება. პროექტი მსოფლიოს 92 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics