2021-01-22 09:13:44, 1182 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა და 98,092,757-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 70,486,514 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,100,452-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 25,196,086 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 10,626,200 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,