05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 17:27:24, 726 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, შეხვედრები არამხოლოდ ელისაშვილთან, არამედ ნებისმიერ პარტიასთან ვაწარმოოთ

ყველა პარტიასთან, რომელიც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს, მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად მზად არის.

„არამხოლოდ ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებთან“, არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც მზად ვართ, შეხვედრები ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში ვაწარმოოთ და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით. მზად ვართ, განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ჩვენ ოპოზიციასთან და თავად ელისაშვილთან ერთად შეხვედრებზე ვსაუბრობდით. შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ. მზად ვართ გავაგრძელოთ საუბარი, რომელიც უნდა დავასრულოთ შეთანხმებით. ყველა პარტიასთან, რომელიც ოდნავ კონსტრუქციულობას გამოიჩენს და მისი მიზანი ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის ნაცვლად შეთანხმება იქნება, მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულა და მზად არის „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics