05:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 11:26:34, 484 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საფუძველი ქვეყნის შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე და აღნიშნული უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

„რამოდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღბს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ეს ახდენს კომპენსაციას დაზარალებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს დონეზე შეფასება საქმის 2008 წლის ომის. ეს გადაწყვეტილება გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს და ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყოს დეოკუპაციის მიმართ უფრო აქტიური მოქმედებები, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics