05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 14:10:49, 921 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - თუ საქართველო ჩვენს უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, მისთვის ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, ენტონი ბლინკენი საქართველოს შესახებ საუბრობს.

ბლინკენმა კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ნატო-ში საქართველოს შეყვანას, განაცხადა, რომ თუ საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, მაშინ ნატო-ს კარი ქვეყნისთვის ღია უნდა დარჩეს.

„თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს]“, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics