08:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 10:41:44, 565 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს ხვალ გამოიტანს

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს ხვალ, 21 იანვარს გამოიტანს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მათივე ცნობით, საქმეზე მოსმენა სტრასბურგის დროით დილის 11:00 საათზე (საქართველოს დროით 14:00 საათზე), გაიმართება.

„საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე -5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე -13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) და ასევე დაირღვა #1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება) და #4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების უფლება)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, ხოლო მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics