05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 00:54:06, 760 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე და ელისაშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიერ მოლაპარაკების მაგიდიდან ინფორმაციის გამოტანა სასირცხვილო იყო.

„სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“ , - განაცხადა ხაზარაძემ.

ელისაშვილმა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლამდე პერიოდი გაახსენა და „ქართულ ოცნებასთან“ ფარულ მოლაპარაკებაში დაადანაშაულა.

„მატყუარები და ხალხის მყლეფარები ხართ, ვინ დაძვრებოდა ჩუმ-ჩუმად თურმე „ოცნებაში“ მაგასაც მალე გავიგებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება იმ ეტაპზე მივიდა, რომ სტუდიაში დაცვის თანამშრომლების შეყვანა გახდა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics