2021-01-19 15:09:52, 507 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი - საქმეში არსებული „სქრინისა“ და მოწმის გაცამტვერებას ცდილობენ
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება საქმეში არსებული „სქრინისა“ და მოწმის გაცამტვერებას ცდილობს.
როგორც ის აღნიშნავს, პოლიციამ პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელეს მოწმის ოჯახის წევრებზე.
„ჯერ პირველ რიგში, ოჯახის უფროსები დაიბარა პოლიციამ და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, განახორციელეს და ეუბნებოდნენ ოჯახის წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, რაღაც გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. კიდევ და კიდევ მიმდინარეობს და ქმედება ხორციელდება იმის თაობაზე, რომ როგორღაც და რაღაცნაირად აი ეს მოწმე და ეს „სქრინი“ რაც არსებობს საქმეში გააცამტვერონ”, - განაცხადა რამიშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან