04:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 13:10:09, 592 ნახვა

საზოგადოება
ქვეშეთი-კობის გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის  მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine)  დანადგარი უკვე საქართველოშია. ამ ეტაპზე, ჩამოტვირთვა დასრულებულია და სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირება გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება.

გუდაური-კობის მონაკვეთი 11 იანვრიდან ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია.  მსგავსი შეზღუდვები ხშირია ზამთრის პერიოდში.  სწორედ ქვეშეთი-კობის გზა და უნიკალური გვირაბი მოაგვარებს ამ პრობლემას და წელიწადის ნებისმიერ დროს გადაადგილება უწყვეტად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის გვირაბი, საქართველოსა და რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია.

გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება  გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა კი  გაცილებით უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ეს ტექნოლოგია, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.  

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე.  ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics