20:31 - 09 Jul, 2026
|
2021-01-19 09:58:33, 925 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, 629 კაციანი პალატიდან მინისტრთა კაბინეტს მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, 259 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 27-მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა. დღეს, 19 იანვარს კონტეს მთავრობა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დადგება, რადგან ახლა ნდობის საკითხს კენჭს იტალიის სენატი უყრის. ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)