|
2015-10-02 12:08:44, 973 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში, „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზის მთავარ გამშვებ პუნქტთან ჩატარებულ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა სამხედროებმა დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და ბაზის შიდა უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაში გაიარეს მომზადება. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროებს ტაქტიკური სწავლებები ყოველკვირეულად უტარდებათ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისა და ასეულის მეთაურის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)