2021-01-16 11:53:38, 1363 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აჭარის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 127-ით გაიზარდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 33-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის რეგიონში 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, აჭარში ამ დროისთვის კლინიკებში 310 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში - 285, ინლაინკლინიკაში კი, 631.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან