2021-01-16 09:58:00, 1507 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 378 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 8 130 პაციენტი, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რიცხვი 151 -მდეა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 10 თებერვლამდე გაახანგრძლივა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან