04:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 13:58:44, 626 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდში სრული ჰარმონიაა და დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდში სრული ჰარმონიაა და დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბუნებრივი არ არის, რომ კობახიძესა და კალაძეს ერთმანეთში ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ.

„ირაკლი კობახიძე ჩემი ღრმა რწმენით და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით იქნება თავმჯდომარე. რამდენად გაართმევს თავს, რასაკვირველია, ეს სხვა საკითხია. ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ მას შესწევს უნარი იყოს კარგი ლიდერი და კარგი მეგობარი. არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეს ერთმანეთთან. ჯერ ეს ერთი, გუნდში არის სრული ჰარმონია და მეორე - საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე დაპირისპირება იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics