2021-01-14 19:55:20, 623 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია ივანიშვილზე - თუ კარგი გუნდია, მხარდამჭერი რატომ აღარ უნდა იყოს?
თუ კარგი გუნდია, მხარდამჭერი რატომ აღარ უნდა იყოს?“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში მსგავსი საქციელი მხოლოდ პანიკის ნიშანია.
„არც დამირეკოთ საერთოდო, ამ ფორმით მიიღო გადაწყვეტილება, მხარდამჭერი არ ვიქნები თქვენიო.
აღმაშფოთებლად სასაცილო ამბავია - თუ კარგი გუნდია, მხარდამჭერი რატომ აღარ უნდა იყოს? რას ნიშნავს ეგ საერთოდ? ამ ვითარებაში ეს არის მხოლოდ პანიკის ნიშანი.
ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ამის კიდევ ერთხელ დანახვა მნიშვნელოვანი იყო და დაინახა კიდევაც ყველამ - როგორი უპატივცემულობა აქვს მას ქართული საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,