2021-01-14 19:14:33, 675 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ელისაშვილის ინიციატივა ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა
„ელისაშვილის ინიციატივა ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინიციატივას სერიოზულად ვერ განიხილავს.
„მოკლედ რომ ვთქვა, ამ ამბავს სერიოზულად არ განვიხილავ, ბატონ ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად, პოლიტიკურად არ განვიხილავ.
ვწუხვარ, რომ „გირჩი 2“-ის ხალხი აყვა მას გაუგებურ სიმულაციაში. რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ.
ვიღაც გვეუბნება, რომ მთავრობის ნაცვლად დაგველაპარაკება, ან არ დაგველაპარაკება იმაზე, როგორ უნდა მოიხსნას ბოიკოტი, ესეც ცუდი დიაგნოზია, ჩემი აზრით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,