04:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-14 15:25:20, 739 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - ალეკო ელისაშვილის წინადადება იმდენად არასერიოზულია, რომ ოპოზიცია არც კი განიხილავს

ეს წინადადება იმდენად არასერიოზულია, რომ ოპოზიცია არც კი განიხილავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად თუ „ქართული ოცნება“ მათ მოთხოვნებს ხელს მოაწერს, პარლამენტში შევლიან.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ალეკო ელისაშვილი დიდი ხანია შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და მათ სპიკერად იქცა.

„ეს წინადადება იმდენად არასერიოზულია, რაზეც ელისაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიცია მას არც კი განიხილავს. დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ან დანიშვნა პლებისციტისა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს დგას მხოლოდ და მხოლოდ დღის წესრიგში. ბატონი  ელისაშვილი უკვე დიდი ხანია შეერწყა „ქართულ ოცნებას“ ერთსულ და ერთხორც, „ქართული ოცნება“ მას იყენებს სპიკერად საკუთარი გზავნილების გახმოვანებისთვის“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. აღნიშნულ საკითხზე ელისაშვილს ოპოზიციაში კონსულტაციების გამართვა სურს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics