|
2015-10-01 18:57:23, 484 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ელჩს ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის, ექსპორტის გაზრდის მიმართულებით. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, გააღრმავოს თანამშრომლობა თურქეთის მხარესთან ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)